There are No Adverts to Display

ასპირინ კარდიო (Aspirin Cardio) ბეჭდვა ელფოსტა

ასპირინ კარდიო 100
Aspirin cardio 100
გასტრორეზისტენტული ტაბლეტები 100მგ

აქტიური ნივთიერება:
აცეტილსალიცილის მჟავა.

შემადგენლობა:
ტაბლეტები შეიცავს 100მგ აცეტილსალიცილის მჟავას და დამხმარე ნივთიერებებს: კერნელი – ცელულოზას ფხვნილი, ხორბლის სახამებელი: მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის ვიდეო-კოპოლიმერი 1:1, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტალკი, ტრიეთილის ციტრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიაგრეგანტი, ანტითრომბოციტული პრეპარატი.

თერაპიული ჩვენება:
ასპირინი გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის დასაინჰიბირებლად.
● არასტაბილური სტენოკარდია (კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ტკივილი)
● მიოკარდიუმის ინფარქტი;
● მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის პრევენცია (ინფარქტის შემდგომი პროფილაქტიკა);
● ანგიოლოგიური ოპერაციის შემდეგ (მაგ. ვენური შუნტირების ან კანქვეშა ტრანსმურული კორონარული ანგიოპლასტიკის (PTCA) შემდეგ);
● გარდამავალი იშემიური შეტევების და ტვინის ინფარქტის პრევენცია;
● კორონარული სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა მრავლობითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში;
● ვენური თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა;
შენიშვნა: აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ.

უკუჩვენება:
ასპირინ კარდიო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
● ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სალიცილატების მიმართ, ასპირინის მსგავს ჯგუფში შემავალი ნივთიერებები;
● კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
● სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (ჰემორაგიული დიათეზი);
● ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

განსაკუთრებული სიფრთხილით:
აქ მოცემულია შემთხვევები, როდესაც ასპირინი კარდიო 100 გამოიყენება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში და დიდი სიფრთხილით. ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია ან პრეპარატი გამოიყენება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ:
● ჰიპერმგრძნობელობა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ან სხვა ალერგიები;
● ასთმა;
● კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ქრონიკული ან მორეციდივე წყლული;
● თუ ანამნეზში აღინიშნება თირკმლის დაავადება;
● ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
● დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
● გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი ნაკლებობა.

განსაკუთრებული სიფრთხილით:
ასპირინი კარდიო 100 გამოიყენება სიფრთხილით თუ აღინიშნება ასთმა, ალერგია ყვავილის მტვრის მიმართ, ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ ასევე აღინიშნება ცხელება) ან თუ პაციენტი ალერგიულია ნებისმიერი ტიპის ტკივილგამაყუჩებლის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის, ანტიარითმიული პრეპარატის მიმართ ან არსებობს ასთმის განვითარების რისკი (აუტანლობა ტკივილგამაყუჩებლების მიმართ/ ტკივილგამაყუჩებლებით გამოწვეული ასთმა).
ასეთმა პაციენტებმა ზემოხსენებული პრეპარატების მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს. იგივე ეხება ასევე პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია) სხვა ნივთიერებების მიმართ და რაც გამოიხატება კანის რეაქციებით, ქავილით და გამონაყარით. ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებამდე მკურნალი ექიმი ან სტომატოლოგი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ პაციენტი ღებულობს ასპირინ კარდიო 100-ს. ასპირინი კარდიო 100-ის მაღალი დოზები არ გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ორსულობის პერიოდი:
თუ პაციენტი დაორსულდა ასპირინი კარდიო 100-ით მკურნალობის პერიოდში, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ასპირინი კარდიო 100 არ გამოიყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ასპირინი კარდიო 100-ს გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველი ტრიმესტრში, რადგან არსებობს გართულებების გაზრიდილი რისკი მშობიარობის დროს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

ლაქტაციის პერიოდი:
ასპირინი და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, შესაბამისად ლაქტაციის შეწყვეტა არ არის აუცილებელი თუ ასპირინის დღიური დოზა არ აჭარბებს 150მგ-ს. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზის გამოყენება (დღიური დოზა 150მგ-ზე მეტი), მაშინ ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში და მოზარდებში ასპირინი კარდიო 100 ინიშნება ცხელების სამკურნალოდ მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად ან თუ სხვა პრეპარატებით მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური. ამ შემთხვევაში გახანგრძლივებული ღებინება შესაძლებელია იყოს რეიეს სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს არის იშვიათი, მაგრამ პოტენციურად ლეტალური დაავადება, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება უახლოეს პერიოდში გამოყენებულ პრეპარატებს.

ასპირინ კარდიო 100 ზრდის შემდეგი პრეპარატების მოქმედებას:
● ანტიკოაგულანტების ეფექტებს (მაგ. კუმარინის დერივატივები და ჰეპარინი);
● იზრდება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი, თუ იგი მიიღება კორტიზონის ან მსგავსი ნივთიერებების შემცველ პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთად და მოქმედებს ზოგიერთი ჰიპოგლიკემიური პრეპარატის ეფექტზე (სულფონილ-შარდოვანა).
● მოქმედებს მეტოტრექსატის დადებით და გვერდით ეფექტებზე;
● დიგოქსინის, ბარბიტურატის და ლითიუმის პლაზმის კონცენტრაციები.
● ტკივილგამაყუჩებლების, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვა ანტირევმატიული პრეპარატების დადებითი და გვერდითი ეფექტები;
● ზოგიერთი ანტიბიოტიკის გვერდითი ეფექტი (სულფონამიდები და სულფონამიდის კომბინაციები, მაგალითად სულფამეთოქსაზოლი/ტრიმეტოპრიმი);
● ტრიიოდოთირონინის (ჰიპოთიროიდიზმის სამკურნალო პრეპარატი) ეფექტები;

ასპირინი კარდიო 100 ამცირებს შემდეგი პრეპარატების მოქმედებას:
● ზოგიერთი პრეპარატები (ალდოსტერონის ანტაგონისტები, მაგალითად სპირონოლაქტონი და კანრენოატი და შარდმდენები, მაგალითად ფუროსემიდი);
● არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები;
● პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას ექსკრეციას (მაგალითად პრობენეციდი და სულფინპირაზონი);
შესაბამისად, თუ არ არის ექიმის მითითება, მაშინ ასპირინი კარდიო 100 არ გამოიყენება არცერთ ზემოხსენებულ პრეპარატებთან ერთად.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
პრეპარატი არ გამოიყენება ალკოჰოლთან ერთად.

მიღების წესი და დოზა:
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მაშინ ასპირინი კარდიო 100 მიიღება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად. საჭიროა ექიმის მითითების დაცვა, რადგან სხვა შემთხვევაში ასპირინი კარდიო 100-ის მოქმედება შეიძლება შემცირდეს.

არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, გარდამავალი იშემიური შეტევების (გიშ) და ინსულტის პროფილაქტიკა:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-300 მგ აცეტილსალიცილის მჟავას დღეში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა:
რეკომენდებული დოზა შეადგენს ასპირინი კარდიო 100-ის 1 ტაბლეტს (100მგ აცეტილსალიცილის მჟავა) დღეში.

კორონარული სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა ბევრი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში:
რეკომენდებული დოზა შეადგენს ასპირინი კარდიო 100-ის 1-2 ტაბლეტს (100-200მგ აცეტილსალიცილის მჟავა) დღეში ან ასპირინი კარდიო 100-ის 1 ტაბლეტს (300მგ აცეტილსალიცილის მჟავა) ყოველ 2 დღეში ერთხელ.

ტაბლეტი მიიღება საკვების შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება მისი გატეხვა.
ასპირინი კარდიო 100 არ მიიღება მშიერ კუჭზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა:
ასპირინი კარდიო 100 ინიშნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი.

დოზის გადაჭარბება:
თავბრუსხვევა და ყურებში შუილი (მენიერის სინდრომი) განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში, რაც შესაძლებელია მიუთითებდეს სერიოზულ ინტოქსიკაციაზე. თუ პაციენტი ეჭვობს ასპირინი კარდიო 100-ის დოზის გადაჭარბებაზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. დოზის გადაჭარბების შესაბამისად გადაწყვეტს მკურნალი ექიმი თუ რა ზომებია მისაღები.

დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში იგი მიიღება გახსენებისთანავე. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. მკურნალობა გრძელდება ექიმის მიერ დადგენილი დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

მკურნალობის შეწყვეტა:
არ შეიძლება მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გვერდითი ეფექტები:
ხშირად შესაძლებელია განვითარდეს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მაგალითად კუჭის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა, ხოლო ასთმიან პაციენტებში – ალერგიული რეაქციები (ასთმის შეტევა და სუნთქვის გაძნელება, კანის რეაქციები). აგრეთვე გამოვლინდა ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის ცალკეული შემთხვევები, სისხლის გლუკოზის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) და კანის მძიმე რეაქციები (მათ შორის ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა).

აცეტილსალიცილის მჟავას მცირე დოზამაც კი შესაძლებელია შეამციროს შარდმჟავას ექსკრეცია, ხოლო ზოგ პაციენტში შესაძლებელია გამოიწვიოს პოდაგრის შეტევა. იშვიათ შემთხვევებში ასპირინ კარდიო 100-ით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია კუჭ-ნაწლავიდან განვითარებული ფარული სისხლდენის გამო. კუპრისფერი განავლოვლოვანი მასის შემთხვევაში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ერთერთი ნიშანი) დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია (იხ. უკუჩვენება). თავბრუსხვევა და ყურებში შუილი, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში შესაძლებელია მიუთითებდეს სერიოზულ ინტოქსიკაციაზე (იხ. დოზის გადაჭარბება).

შენიშვნა: თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი, ეფექტი, რაც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მისაღები ზომები:
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოხსენებული გვერდითი ეფექტი, ასეთ შემთხვევაში ასპირინი კარდიო 100-ის მიღება უნდა შეწყდეს. გვერდითი ეფექტების სიმძიმის დასადგენად და ასევე მათ აღსაკვეთათ საჭირო ზომების მისაღებად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ასპირინი კარდიო 100-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენისთანავე. კუპრისფერი განავლოვანი მასის გამოვლენისთანავე (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ერთერთი ნიშანი) დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები:
არ ინახება 25 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა.

შეფუთვა:
10 გასტრორეზისტენტული ტაბლეტი 3 ბლისტერზე და კოლოფში.

მწარმოებელი:
Bitterfleld Bayer GmbH,Germany.
ბიტერფილდ ბაიერ გმბჰ, გერმანია.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Bayer SRL
Dimitrie Pompei Street, No. 9-9A, Building 20, Floor 4, District 2, Bucharest, Romania.
ბაიერ სრლ
დიმიტრი პომპეის ქ., #9-9ა, 20 კორპუსი, მე-4 სართული, 2 კვარტალი, ბუხარესტი, რუმინეთი.


 


უსაფრთხოების კოდი
განახლება